მედიაწიგნიერების დღესთან დაკავშირებით სკოლაში ჩატარდა მედიაწიგნიერების კვირეული, სადაც მეექვსე კლასის მოსწავლეები გაეცვნენ საინტერესო პრეზენტაციებს, ნახეს მოკლე საგანმანათლებლო ვიდეოები, საგანმანათლებლო თამაშები, მაგალითები, სავარჯიშოებეი, გამართეს კითხვა-პასუხი და ინფორმაცია გაუზიარეს თანატოლებს.
გაეცვნენ ინფორმაციას როგორი უნდა იყოს ციფრული მოქალაქე, კერძოდ:
მედიაშეტყობინების თავისებურება, ანალიზი
როგორ ამოვიცნოთ ცრუ ინფორმაცია და არ გავხდეთ დეზინფორმაციის მსხვერპლი
რა არის კიბერუსაფრთხოება, როგორ დავიცვათ თავი არ გავხდეთ კიბერბულინგის მსხვერპლი
გაეცვნენ კიბერცნობიერების ტერმინოლოგიის ლექსიკონს
გამოყენებული რესურსები:
ძირითადად გამოყენებული იყო http://millab.ge/ka/ - რესურსები,
სხვადასხვა სასწავლო ვიდეოები youtub.com
ასევე google.ge და ka.wikipedia.org
Комментариев нет:
Отправить комментарий